LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს ჩიპის გარეშე პირადობის აღება შეეძლებათ

448
piradobebi-max-700

საკონსტიტუციო სასამართლო „ციფრული პასპორტების“ წინააღმდეგ სარჩელს არსებითად განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, სადავო ნორმების მოქმედება შეჩერებულია. შესაბამისად, უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეები შეძლებენ, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს პირადობა მოსთხოვონ, რომელსაც „ჩიპი“ არ ექნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი ლომთაძე აღნიშნავს, რომ მოპასუხეები პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო არიან.

„უნდა შესთავაზონ მოქალაქეებს დროებითი სარგებლობის დოკუმენტი, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ”- აცხადებს  გიორგი ლომთაძე.

რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტებს ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა.

მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი არიან, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებიან. ისინი პირადობის მოწმობის, ასევე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს სადავოდ მიიჩნევენ. აღნიშნული დოკუმენტები მათი არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, „ჩიპის“ გარეშე მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

მოსარჩელეების განმარტებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი შესაძლოა ადამიანების კონტროლისთვის იქნას გამოყენებული, რაც  აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი აღნიშნავენ, რომ რწმენის გამო ასეთი დოკუმენტების მიღებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე რჩებიან,  ეს კი  სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას იწვევს და მათ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g