უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. აღნიშნულს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ „უკრაინის უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში“.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა
წულუკიანის თქმით, „სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს“.
„ჩვენ ვიცილეთ, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დააწესა, როგორც გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. ამ საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.
აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს უკრაინის სანქციებს – რას ამბობს კელი დეგნანი ?
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, – განაცხადა წულუკიანმა.