LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობა ტერორში არ უნდა ვამყოფოთ: გააგრძელეთ ცხოვრება, კორონავირუსი ისეთი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეგონათ

382
c08f015b4b0f45a8a417b22b7132144e-18

ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება. ამას ეპიდემიოლოგები პანდემიის დაწყების დღიდან გვიანონსებდნენ. ყველაფერი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. დღემდე გავრცელებული ცნობებით, დაავადების ჩვენებები შესაძლოა მსუბუქსა და მწვავე სიმპტომებს შორის მონაცვლეობდეს.

ვირუსთან ბრძოლის მეთოდები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული, პრინციპი კი მაინც ერთი: დისტანციის დაცვა და პირბადის ტარებაა.

ამასთან, ქართველი ეპიდემიოლოგები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ოაზისად აღიარეს. ხოლო ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, სამაგალითოა, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის.

ამ ფონზე, ქვეყანაში ბოლო პერიოდში გამოვლენილი პიკური მაჩვენებლის შემდეგ, სტატისტიკა, დღეს, 14 სექტემბრის მონაცემებითაც მზარდია. გვაქვს ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა.

მონაცემები იმატებს მსოფლიო მასშტაბით. ჯანმო-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში COVID-19-ის 307 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიის გამოცხადებიდან მალევე თქვა, რომ კრიზისი სტრესს წარმოშობს და გვირჩია თავი ავარიდოთ ისეთი ახალი ამბების ყურებას, წაკითხვასა თუ მოსმენას, რომლებიც ნერვიულობას იწვევს.

თუმცა, ფაქტია, რომ ეპიდემიურ შიშს დღემდე ვებრძვით.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ჰენეგანი მიიჩნევს, რომ ადამიანები რისკს მეტისმეტად ჭარბად აფასებენ. მისივე მტკიცებით, კორონავირუსი ისეთი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს ადრე ეგონათ. 

“საზოგადოების შიში, რომელიც აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას, უსაფუძვლოა” –  ამბობს წამყვანი ექსპერტი.

პროფესორი მოუწოდებს მთავრობას დაამშვიდოს საკუთარი მოსახლეობა. ასევე, აღნიშნავს, რომ მკაცრ შეზღუდვებში ადამიანების ცხოვრება გაუმართლებელია.

 

Woman shielding

 

“ადამიანების სახლში გამოკეტვამ შეიძლება რისკ-ჯგუფში შემავალი ოჯახის სხვა წევრებიც დააინფიციროს”, – აღნიშნავს პროფესორი.

ჰენეგანი საკუთარ ნაშრომზე დაყრდნობით ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3%-იდან 0,3 %-მდე შემცირდა. ამასთან, შემუშავდა მკურნალობის ახალი მეთოდები, გაფართოვდა ტესტირების რაოდენობა, მძიმე და მსუბუქი პაციენტების ერთმანეთისგან გამოყოფა გამარტივდა.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ვირუსისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რისკები კი უფრო სიღრმისეულად შეფასდეს.

 

”ახლა ჩვენ გვაქვს მეტი მონაცემი, რომელიც აჩვენებს, რომ დაავადება არც ისე მომაკვდინებელია. მიუხედავად კარანტინის მოხსნისა და ლოკალურ სივრცეებში შემთხვევების ზრდისა, კრიტიკული პაციენტების რიცხვი საგრძნობლად არ იზრდება.

 

ამასთან, ინფექციების მატება არ ნიშნავს, რომ დაავადება კონტროლიდან გამოდის, რადგან ამ შემთხვევებიდან უმეტესობა ასიმპტომურია. ადამიანები მეტისმეტად პანიკურ მდგომარეობაში არიან. მათ რისკების შესახებ სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, –  აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ჰენეგანი.

მანვე მისი კოლეგა ჯეფერსონის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ “მოსახლეობა ტერორში არ უნდა ვამყოფოთ. მათ უნდა ავუხსნათ საფრთხის ხასიათი და სიმძაფრე. კარანტინის რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ავამოქმედოთ, თუ დავინახავთ, რომ ვირუსის გამო ადამიანებს მაღალი რისკი ექმნებათ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები