LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტზე 20 000 ადამიანი მივიდა (ვიდეო)

4905
mgzavrebi-moscow

19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა, 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მსმენელი ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდა, მაყურებელმა სიმღერას და თითოეული კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე და ყველა მეამბოხე და შეურიგებელ ადამიანზე.

GEO – ასე ჰქვია „მგზავრების“ ბოლო ალბომს, ხოლო ტურნეს GEOლოკაცია, რომლის საშუალებით „მგზავრები“ სხვადასხვა სტადიონის მუსიკალურ ოკუპაციას ახდენენ.

ჯგუფი კონცერტს 8 ივნისს თბილისში, ვაგონმშენში გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები