LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სახელმწიფომ, რათა ხვალ და ზეგ ახალი მსხვერპლი არ გვყავდეს: ანა სუბელიანი

79
FORTUNA.GE- (14)

“მოვითხოვთ, სანამ კონკრეტულ ცვლილებებს მივიღებთ დღეს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სახელმწიფომ და გამოფხიზლდეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ ახალი მსხვერპლი არ გვყავდეს.” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა მთავრობის კანცელარიასთან გამართული “1000 მშობლის მარშის” მიმდინარეობის დროს განაცხადა.

სუბელიანის განმარტებით, დღეს ქვეყანას ჰყავს უამრავი ქალი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, მათი პრობლემები კი სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია:

“ჩვენ გვყავს უამრავი ქალი და მათ შორის ახალგაზრდა გოგოები და ბავშვები, რომლებიც არიან მსხვერპლი ძალადობის. ისინი სრულიად უგულებელყოფილნი არიან სახელმწიფოსგან. სახელმწიფო ინსტიტუტუციები არ არის მომართულნი მათი დაცვისკენ და ჩვენ მოვითხოვთ, მანამ სანამ კონკრეტულ ცვლილებებს მივიღებთ დღეს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სახელმწიფომ და გამოფხიზლდეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ ახალი მსხვერპლი არ გვყავდეს.

ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, სანამ მთავრობა ამბობს, რომ თურმე ბიუჯეტში ფული არ არის სოციალური მუშაკებისთვის, სანამ ამბობს, რომ სამართალდამცავი სისტემა ჯერ ვერ უმკლავდება გარკვეულ პრობლემებს, რადგან გადამზადება სჭირდება და ა. შ. ჩვენ, რეალურად, ვკარგავთ ქალებს, ახალგაზრდა გოგონებს.” – თქვა სუბელიანმა.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ ვერ დაინახა ვერანარი ადეკვატური რეაგირება მთავრობის მხრიდან იმ მძიმე ტრაგედიებზე, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში “1000 მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი პირველი აქცია გაიმართა. მარში 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 დიდ ქალაქში ერთდროულად გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები