LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ, ჩემს ყველა სტუდენტს, მოვიდნენ და გამოგვიცხადონ მხარდაჭერა…დიდი ბრძოლა გვაქვს პარლამენტში” – თამარ კორძაია

336
BeFunky-collage - 2023-03-04T230601.156

მოვუწოდებ, ჩემს ყველა სტუდენტს, მოვიდნენ და გამოგვიცხადონ მხარდაჭერა…დიდი ბრძოლა გვაქვს პარლამენტში, – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„მინდა მივმართო ჩემს სტუდენტებს: ორშაბათს მაქვს პირველ საათზე ლექცია, მე ვერ მოვალ და ვერ ჩავატარებ ლექციას. არასოდეს ეს არ მომიწოდებია, მაგრამ თუ გინდათ, რომ გქონდეთ სახელმწიფო და არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, გაცილებით დიდი ბრძოლა გვაქვს პარლამენტში.

მოვუწოდებ, ჩემს ყველა სტუდენტს, რომელსაც ლექციაზე მოუსმენია ჩემთვის და მათთან მე პოლიტიკაზე არასდროს მისაუბრია, მოვიდნენ და გამოგვიცხადონ მხარდაჭერა, შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო.

არ ვართ საკმარისი, რომ ამ მონსტრს მოვერიოთ. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. მივმართავ მშობლებს, რომლებიც შვილებისთვის ტანსაცმელს ყიდულობთ. რუსულ პროდუქციას ხომ არ უყიდით თქვენს შვილებს. დადგება დრო და ეს არხები გადაიკეტება. ეს კანონი, როგორც კენჭს შუშაზე რომ დააგდებ და იფშვნება მერე ყველაფერი ისეა. დაგვიჭირეთ მხარი. ერთადერთი რისიც ეშინიათ, ეს მოქალაქეებია. თქვენთან ერთად ჩვენ მათ მოვერევით!”, – აცხადებს თამარ კორძაია.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

mazda magti 5g