LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერაძე: ჩემი ვარაუდით, გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს

102
giorgi 55

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“, მისი ვარაუდით, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს.

მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე გამოამზეურებენ.

“2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან”, – წერს მშვენიერაძე.

მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ,  „რუსთავი 2“-ის ეთერში  თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი უკვე ჩააბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g