LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა, რომელიც თუშეთამდე მიგიყვანთ (რეალური კადრები)

4281
1

ჩვენი ქვეყნის გამორჩეულად ლამაზ და საინტერესო მხარეში – თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გზა (2950 მ) უნდა გადაკვეთო “აბანოს” უღელტეხილზე.

მიუხედავად გზის სირთულისა, თუშეთი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მუდმივი ინტერესის „სფეროს“ წარმოადგენს, შესაბამისად, ის ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ნამდვილი ბრილიანტია.

იმაზე, რომ წელს ზაფხულს ყველა საქართველოში ვატარებთ და ვერთვებით კამპანიაში #spendyoursummeringeorgia, უკვე აღარავინ ვდავობთ. თუმცა, თუ საქართველოს ფარგლებში, ჯერ არჩევანი არ გაგიკეთებიათ, რომელ კუთხეს ეწვიოთ – თუშეთი ამად ნამდვილად ღირს.

მანამდე კი იხილეთ საოცარი გზა, რომელიც თუშეთის მაღალმთიან სოფლებამდე მიგიყვანთ:

შეგახსენებთ, თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

გზა თავისი პირობებიდან გამომდინარე თუშეთში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ საშუალებად ითვლება, მეორე მხრივ კი გზის მდგომარეობა ხშირად იმდენად გაუარესებულია, რომ ტურისტებს აფრთხობს. თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან კი აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

ცნობისთის, ვიდეორგოლს თუშეთის გზასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი “თუშეთი შენაქო” ავრცელებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები