თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცენტრალური ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოსახლეობას გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
რუსთაველის გამზირი საახალწლოდ განათდა – ფოტოები
დღეს, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.
მერიამ 40 ათას მშიერ ადამიანს 200 ათას ლარამდე წაართვა და საახალწლო განათებებზე 2,6 მილიონ ლარს ხარჯავს
სად წავიდა შარშანდელი საახალწლო განათებები და რატომ ვხარჯავთ ყოველ წელს მილიონობით ლარს?
18:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს.
დღის განმავლობაში მიკროავტობუსები N15 და N61 ანალოგიური სქემით ისარგებლებენ.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ.
ორბელიანის ჯადოქრობები – ნახეთ, რა სილამაზეები დაგხვდებათ ცნობილ მოედანზე (ფოტოები)