LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წყალტუბოს 14 სანატორიუმს ყიდის: „წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც მსოფლიო დონის სპა კურორტი”

96
irakli-gharibashvili_w_h

მთავრობამ წყალტუბოს აღდგენის გეგმა შეიმუშავა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობას 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მლნ ლარია.

პრემიერის მოლოდინია, რომ წყალტუბოში 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.

„ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით არის განხორციელებული, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია. გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული საფარი და ეს ყველაფერი ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ჩვენი გეგმაა, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგვარებულია წყლის პრობლემაც. ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება – 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია, გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც მსოფლიო დონის სპა კურორტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g