LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ეს თავდაყირა გვაყენებს

441
savachro-tsentri-iranshi-w-h

ეკონომიკის გახსნის 1 თებერვლამდე გადავადება რითეილ სექტორისთვის მოულოდნელი იყო. „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ ისინი ქსელების გახსნას 18 იანვრიდან გეგმავდნენ და მოულოდნელი ცვლილება მათ აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს.

„იმედია, გვეტყვიან რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გადავადების წინაპირობა ჩვენთვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან, დეკემბრის შეხვედრების შემდეგ მთავრობასთან კომუნიკაცია არ გვქონია. გარდა ამისა, ხელისუფლებისგან მივიღეთ არაერთი შექება იმაზე, თუ რითეილ სექტორმა როგორ კარგად ჩავატარეთ წინასაახალწლო პერიოდი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. ამიტომ, ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი,“- აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას მაღალაშვილი. მისი შეფასებით, რითეილ სექტორს ახლა პესიმისტური სცენარით მოუწევს დაგეგმვა. მათ შორის, დგება თანამშრომლების ხელფასების ვერ გაცემის, ან დაგვიანების რისკი.

როგორც ცნობილია, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში 17:30 საათზე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სავაჭრო მოლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g