საზოგადოებრივი მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც 25 ნოემბერს უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობის წინ და რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უწყებების კვლავ პიკეტირებას, დღეს მმართველი პარტიიდან გამოეხმაურნენ.

სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაზე და დაგეგმილ აქციებზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

„რაც დაანონსდა უპასუხო ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომ თითქოს მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების და მათ შორის პარლამენტის შენობის ბლოკირება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს. ეს არის უკანონობა და ამაზე სახელმწიფოს ყოველთვის ექნება თავისი რეაგირება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციის განცხადებას პასუხობს  „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძეც.

„პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ბლოკირებაზე თუ იქნება საუბარი, ბლოკირების შემთხვევაში, სამართალდამცავები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეუდგენენ ისევ თავიანთი საქმის შესრულებას.“ – აღნიშნა მდინარაძემ.

„პოლიცია შემდგომშიც გააკეთებს იგივეს” – გიორგი გახარია სხვა აქციების დაშლასაც აპირებს

აქციის მონაწილეებმა აღნიშნული განცხადება გუშინ საღამოს გამართულ აქციაზე გააკეთეს, სადაც მომდევნო სამოქმედი გეგმაზე და მოთხოვნებზე ისაუბრეს. საპროტესტო აქციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას გულისხმობს. მათივე მტკიცებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს პროპორციული წესით, რასაც „გერმანული მეთოდი“ უზრუნველყოფს.

სამოქალაქო მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის განმარტებით, საპროტესტო აქციები ყოველ ორშაბათს 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები