LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ – თენგიზ ცერცვაძე

1497
1583948115-ცერცვაძე

“საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება.

“ეს ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4 995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები