LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკა შენს ფანჯრებთან – კონცეპტArt საკონცერტო სეზონს ხსნის

523
pirveli potp

მუსიკა შენს ფანჯრებთან …სოციალურ-კულტურული პროექტი და რა მოხდება ერთ დღესაც თქვენს ეზოში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველთან და ცნობილ სოლისტებთან ერთად რომ გეწვიოთ? რა დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თქვენ შეიძლება საკუთარი აივნიდან მუსიკის დღესასწაულს დაესწროთ! ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt”-ის იდეითა და ორგანიზებით, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან ერთად 27 იანვარს საკონცერტო სეზონი გაიხსნება პროექტით „მუსიკა შენს ფანჯრებთან“. თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან – ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია შინ გამოკეტილ მოსახლეობას გაუზიაროს სიხარული, მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და გაუმართოს კონცერტი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან, ნიკოლოზ რაჭველთან და მონატრებულ სოლისტებთან – ცნობილ ტენორთან ოთარ ჯორჯიკიასთან და ალტისტთან გიორგი ცაგარელთან ერთად.

პროექტის მონაწილეა ყველასათვის საყვარელი მოცეკვავე თეა დარჩია, აგრეთვე, მუსიკოსები ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე. მუსიკის ცოცხალი შესრულების მოსმენას მოკლებული მაყურებელი საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან შეძლებს დაესწროს ჯადოსნურ საღამოს. პროექტის ავტორი – თეონა ჯორბენაძე / მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი / დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე. პროექტის მასპინძელია – M2 დეველოპმენტი. პარტნიორი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდამჭერითა და პატრონაჟით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები