გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ საახალწლო ეთერში მომღერალ ანრი ჯოხაძის გრანდიოზული სოლო კონცერტი გავიდა.
მომღერალი უამრავ დადებით შეფასებას იღებს სოციალურ ქსელში. მაყურებლის განსაკუთრებული აღფრთოვანება კი ანრი ჯოხაძისა და ბაბი კირკიტაძის დუეტმა დაიმსახურა.
მოგეხსენებათ, ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი დეკემბერში გამართა.
ვიდეო: „დაბრუნდი“ – ანრი ჯოხაძის კლიპი, რომელმაც მაყურებელი აატირა
მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა. საღამო კი ორიგინალური აკრობატული ნომრით მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გააფორმა, რაც მსმენელისთვის მოულოდნელი სანახაობა აღმოჩნდა.
„გილოცავ 8 მილიონიან გაფრენას“ – ანრი ჯოხაძისა და ბაბი კირკიტაძის წარმატებული დუეტი
„ულამაზესი სანახაობა“, „ორი საათია გაუნძრევლად და სუნთქვაშეკრული ვუსმენ ანრის კონცერტს! რა ბედნიერია ჩვენი ერი რომ ასეთი მსოფლიო დონის მომღერალი გვყავს!“
„მზე და მთვარე ხართ“, „მთელი ღამე თეთრად გავათენე. ამდენი ემოციის ფონზე, ბაბის სიმღერა ზღაპარია, ოღონდ მართლა“, „საოცარი შესრულება“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
