LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმა, 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი სურვილით დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.

იმედა კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

„ჩემი წასვლის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ის უსაქციელობა გახდა, რასაც ისინი აკეთებენ. პირველ რიგში, ეს გახლავთ მათი მხრიდან ბოიკოტი იმ წევრების მიმართ, ვინც მელიას მისცა ხმა.

ამ 7 თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაურეკავთ არცერთ ღონისძიებაზე ან ოფისში შეკრებაზე. როგორ დავიჯერო, რომ არაფერი ჰქონიათ და თუ არ ჰქონდათ, გამოდის არ მუშაობენ. შიდაპარტიული პლურალიზმი არ არსებობს, არის არაფორმალური მმართველობა, რითაც, მე ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ემსგავსება ქართულ ოცნებას“, – განაცხადა იმედა კევლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები