LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და პრეზიდენტის სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა: გურამ მაჭარაშვილი

85
გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილი და პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებები „ნაცმოძრაობის“ მიზნებთან თავსებადი არ არის, ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლა დესტრუქციული გზით სურს.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო და იქნება იმის მომხრე, რომ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი იყოს. რაც შეეხება პრეზიდენტის სურვილს – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და პრეზიდენტის სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს რომ იყოს წინააღმდეგობის კერები, რადიკალური პროცესი და ასე მოვიდეს ხელისუფლებაში.

“პრეზიდენტის სურვილი კი, არის, რომ იყოს ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესები“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებებს დღეიდან იწყებს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე მივა „ნაციონალური მოძრაობაც“.

magti 5g