„ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება ისტორიული და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა – სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ამბავზე სათანადოდ არ რეაგირებს“, – აღნიშნულის თაობაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს გამარჯვება არის ქვეყნის და ვისაც ამ გამარჯვების მნიშვნელობა ესმის, სურს ყველას მიულოცოს.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან
„ძალიან დასანანია, რომ ამ ისტორიულ მომენტშიც კი, საქართველოში ძიძგილაობა მიმდინარეობს, ხელისუფლება თავისთვის იჩემებს ამ გადაწყვეტილებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს დღე მნიშვნელოვანი აღნიშვნის დღე გახდებოდა, სადაც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, ოპოზიცია, მთავრობა, ხალხი, მედია, უფლებადამცველები, ყველა ერთად ვიზეიმებდით ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ასეთი ზეიმი არ გვინახავს, არც ხელისუფლების მხრიდან გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ამას აღნიშნავდა, ვნახეთ მხოლოდ კამერებთან დაჩემება ამ გამარჯვების.
ხაზგასმით მინდა მივულოცო უფლებადამცველ საზოგადოებას, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო მრავალრიცხოვანი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რამდენიმე ორგანიზაცია შიშველი ხელებით, ხშირად აბსოლუტურად რესურსების გარეშე აკეთებდა უმნიშვნელოვანეს საქმეს ჰააგაში სასამართლოს წარმატებისთვის. ეს არის უბრალოდ ფაქტები და მას ვერავინ შეცვლის.
3 ოპოზიციური პარტია: 2008 წლის ომზე საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა – საქართველოს უჩნდება უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
„გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა კონკრეტული აქტივობა და დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ მეომრებს, რომელთა ნაწილი ახლა უკრაინაში ებრძვის რუსეთს. განსაკუთრებით ვულოცავ ოჯახებს რომლებმაც უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ გამარჯვებას იმ ადამიანებს, როლებიც დღემდე ომის უმძიმესი ტრავმებით ცხოვრობენ. ვისურვებდი, ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე ამ ადამიანების ინტერესების შემდგომი დაცვისა და გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება ჰააგის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებდა.
„არცერთი უწყება, არც იუსტიცია, არც საგარეო, არც პრემიერი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ ამ საკითხს მიუძღვნას ღია ეთერი. დადგეს და ყოველი ნაბიჯი, რას აკეთებდა ან არ აკეთებდა ხელისუფლება ჰააგაში წარმატებისთვის, საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს. ეს არის პრობლემის მთავარი ინდიკაცია. ფაქტებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს უფლებადამცველ სექტორთან არ ჰქონია.“– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.