LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი: პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია,ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ის არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო –  “ლელო” ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს

208
Untitled design

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია.

ნაცვლიშვილი მოუწოდებს ღარიბაშვილს, საზოგადოებას ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბაროს:

“ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი დღეს იდგეს და ანგარიშს აბარებდეს ქართველ ხალხს, თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა ის ბრიუსელიდან და რა პერსპექტივა აქვს მისივე ხელმოწერით გაგზავნილ განაცხადს, ამასთან დაკავშირებით მას კარგი და იმედისმომცემი არაფერი უთხრეს ბრიუსელში, ამიტომ მას ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა, ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ის არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო და ახლა ვინმემ თავი უნდა იმართლოს ამაზე?

არავითარ შემთხვევაში. მას ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი და შეხვედრები საქართველოს სახელით ბრიუსელში, ამიტომ მოვუწოდებ ღარიბაშვილს, ჩააბაროს ქართველ ხალხს ანგარიში, თავად რა გზავნილები მოისმინა და რამდენად პერსპექტიულია მისივე ხელმოწერით გაგზავნილი განაცხადი, თუ ამაზე არ საუბრობს, ეს გვარწმუნებს, რომ საკუთარი მთავრობის ჩავარდნა სურს გადაფაროს”, – აცხადებს “ლელოს” დეპუტატი.

ანა ნაცვლიშვილის თქმითვე, “ლელოს” საპარლამენტო გუნდი პრემიერს პარლამენტში 27 მაისს, ინტერპელაციის წესით იბარებს.

“ლელოს” გუნდის მთავარი მიზანია საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად “შავი ხვრელი”

ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერი პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით.

დღეს,”შავ ხვრელად” გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ-მინისტრისგან,”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები