LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

318
prokuratura-w-h

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილების მისაღებად, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ. წლების განმავლობაში, სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელდა.

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება – დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პოპულალურები