LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაკლები შეზღუდვა, მეტი თვითშეგნება: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შეიძლება უფრო გადამდები იყოს“ – პაატა იმნაძე

114
92243039-1646104238860807-6113939401018966016-o

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა თუ არ გვინდა, რომ ვირუსი ფართოდ გავრცელდეს, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები.

იმნაძის განმარტებით, ძველებურად მკაცრი შეზღუდვები არ იმოქმედებს, თუმცა არც ის იქნება სასიამოვნო საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ იყოს ჰოსპიტალიზებული.

„როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი – ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და ეს მხოლოდ ცუდი შედეგების მომტანი იქნება.

„თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები