$800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – ინფორმაციას BM.GE ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
„ENKA Renewables, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინფორმაციას ENKA İNŞAAT-ის განცხადებაზე დაყრდნობით, BM.GE ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წყვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას და ამბობს თუ არა უარს “ნამახვანჰესის” აშენებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება – დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“