LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს – ავტომობილებით გადაადგილება სპეციალური კოლიდორის გავლითაა შესაძლებელი

58
ნამახვანჰესი

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზის გახსნაზე მოლაპარაკება გამართეს, რაც უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას გეგმავენ. ამ გზით აქციის მონაწილეები სამშენებლო ტექნიკის რიონის ხეობაში გადაადგილებას ხელს შეუშლიან.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს.

ამ ეტაპზე ადგილზე შედარებით სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლებას სპეციალური კორიდორის საშუალებით აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია მშვიდობიანი გადაადგილება.

შსს-ს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავენ.

“მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა. ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ვზღუდავთ. პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდონიანი პროტესტი”,-  აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები