LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ლორთქიფანიძე: „პირად ცხოვრებაში იღბლიანი რომ ვიყო, ოჯახს რამდენჯერმე კი არა, ერთხელ შევქმნიდი და კარგი და მყარი ოჯახი მექნებოდა…“

658
nanalortqifanidze

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბევრი შეთავაზება ჰქონდა უცხოეთში კარიერის აწყობასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოდან არ წავიდა, ამ გადაწყვეტილებას კი ახლანდელი გადასახედიდან ძალიან ნანობს.

ნანა ლორთქიფანიძე:

„მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, უკრაინიდან, მაგრამ არსად წავედი. ამას ვნანობ. რომ წავსულიყავი, ცუდი არაფერი მოხდებოდა, არსად არაფერი გამექცეოდა, მაგრამ დავკარგე ეს შანსი, ეს სამუშაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კარიერული წინსვლის კი არა, კეთილდღეობის თვალსაზრისითაც. რომ წავსულიყავი, შეიძლება, მერე კიდევ მოჰყოლოდა ამას სხვა შესაძლებლობები, ვხვდები, რომ კარგი შანსები გავუშვი ხელიდან ჩემი პირადი ცხოვრებისა და გაუბედაობის გამო.

პირად ცხოვრებაში თუ ხართ იღბლიანი? რამდენჯერმე შექმენით ოჯახი…

იღბლიანი რომ ვიყო, რამდენჯერმე კი არ შევქმნიდი, ერთხელ შევქმნიდი და კარგი და მყარი ოჯახი მექნებოდა (იცინის)… ამაში ნამდვილად… მაგრამ არა, ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში უიღბლო ვარ. სიყვარულით ვიცხოვრე, მიყვარდა ჩემი მეუღლეები, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი მაჩუქა. მერე რა მოხდა. ალბათ, ქალის ცხოვრება ცრემლის, დარდის, თუნდაც უიღბლობის გარეშე, საინტერესო არ არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები