LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „ქმარი ხელმწიფეა ჩემს ცხოვრებაში!..“

3428
nanukagulua

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია ახლახან დაქორწინდნენ. მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორი მეუღლეა თავად.

ნანუკა გულუა:

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ქმარზე გაგიჟებული ცოლი ვიქნებოდი. ვცდილობ, ყველაფერში იგრძნოს ჩემი ჩართულობა და გვერდში დგომა. ჭამა იქნება თუ ჩაცმა, ყველაფერზე ვზრუნავ. თვითონაც არანორმალურად მზრუნველი და თბილია. თავისთავად გამოვიდა ისე, რომ ის ხელმწიფეა ჩემს ცხოვრებაში… ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გამოპრუტუნდი, გონებით ჩვენთან აღარ ხარო და საყვედურებით მავსებენ. მე კი ამას ვერ ვგრძნობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რასაც უნდა ვაკეთებდე, გონებით მართლაც მასთან ვარ. სულ მეჩქარება მასთან და მინდა, მის გვერდით ვიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g