LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუამ ოჯახური საიდუმლო გაამხილა: „ვეძებ ძმას, რომელიც 42-44 წლისაა…“

972
nanuka-gulua

ია ფარულავას გადაცემაში მსახიობმა ნანუკა გულუამ გაამხილა თავისი ოჯახის საიდუმლო, რაზეც არასდროს უსაუბრია.

მან კონვერტი გახსნა და აღნიშნა:

„ბავშვობაში მიყურადება მიყვარდა. მამაჩემს ოპერაცია გაუკეთეს და ის იყო ცუდად. მოვისმინე მამაჩემის საუბარი, ლაპარაკობდა ვიღაც ბავშვზე… დიალოგი მამიდაჩემთან მახსოვს ბუნდოვნად. მას შემდეგ მქონდა ეს აზრი, რომ მამაჩემის ცხოვრებაში არსებობდა ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ, იყო მისი შვილი. მე და ჩემი უფროსი და სულ ვიყავით ამ მიყურადებებში, რომ კიდევ რამე ამბავი გაგვეგო. ასე დეტალურად არაფერი ვიცოდით და არც არავინ გვეუბნებოდა. ჩვენ ვერ ვატკენდით და მამას ამის შესახებ ვერ ვკითხავდით, ამის უფლება თავისთვის არასდროს მიმიცია.

ნანუკა გულუა: „ჩემი მეუღლე ფეირვერკი ბიჭია. უფლებას არ მაძლევს, რომ ვაქო, თორემ დავდგები და დღე და ღამე მარტო ამაზე ვისაუბრებ…“

მისი გარდაცვალების მერე ყველაფერი გავიგე. სანამ მამა დაოჯახდებოდა, 22 წლის იყო ალბათ, ჩვენთან უბანში მდგმურად ცხოვრობდა უკრაინული ან რუსი წარმოშობის დედა-შვილი. გოგონა დაორსულდა მამისგან. ალბათ, არ მოაყვანინეს ცოლად. ამ გოგონამ გააშვილა ბავშვი და მალევე დატოვა საქართველო. ვერანაირად ვერ ვპოულობ გზას, საიდან დავიწყო მისი ძიება. არ ვიცი ამ ქალის სახელი და გვარი. ჩანაწერი სამშობიაროში იქნება, სავარაუდოდ, ამ ქალის გვარით. ჩემი ძმა არის დაახლოებით 42-44 წლის. ჩემი დები, მამიდაშვილები, მამიხ მხრიდან ნათესავები ცხვირით, ყბითა და კბილებით ვგავართ ერთმანეთს, ყველას დამახასიათებელი გვაქვს. მგონია, რომ თუ სლავური წარმოშობა შეუცვლიდა ნაკვთებს, რაღაც მაინც ექნება დამახასიათებელი. ზუსტად ვიცი, რომ გააშვილა საქართველოში, თბილისში ან ზუგდიდში…“

ნანუკა გულუა: „ჩემს ქმარს ვერ გავიმეტებ იმისთვის, რომ მშობიარობას დაესწროს…“

„ყველა ემოცია შენს სახეზეა“ – ორსული ნანუკა გულუა უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები