მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნანუკა გულუას იგივე “დოჩის” ჩემი ცოლის დაქალებიდან ქორწილი გუშინ ჰქონდა. მან და მისმა მეუღლემ კახა კაშიამ ჯვარი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დაიწერეს. შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლეს. ქორწილში არაერთი ცნობილი სახე იყო და შესაბამისად, კადრებიც ბევრი გავრცელდა.
თავად ორსული პატარძალი ძალიან ენერგიული იყო და მთელი საღამოს განმავლობაში ძალიანაც მოილხინა.
ნანუკა გულუა ქორწილიდან ამჯერად რომანტიკულ კადრებს ავრცელებს. ერთ-ერთ ვიდეოში ის მეუღლესთან ერთად ცეკვავს.
ახალ კადრებში ასევე ჩანს, სცენაზე ასული ნანუკა და თანაწამყვანები ერთად მღერიან.
ვიდეო: ნანუკა გულუამ ქორწილში დაისი იცეკვა