LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ნუ ავყვებით ამ სისულელეს, რომ „უკრაინას ჩვენი ომში ჩართვა უნდა”

178
natia

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იმ პროპაგანდის შესახებ წერს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო საკუთარი ინტერესებისთვის აწარმოებს, მათ შორის – საქართველოში:

„ანტიუკრაინული განწყობის შექმნისთვის ხომ იცით, რამხელა მანქანა არ იშურებს ძალას? ნუ ავყვებით ამ სისულელეს, რომ „უკრაინას ჩვენი ომში ჩართვა უნდა”. ისედაც ჩართული ვართ ომში, რადგან ბომბები არ გვაცვივა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიმშვიდის დრო გვიდგას, ჩვენი 2000 ჯარისკაცი იქ იბრძვის, რომ აქ არ გადმოვიდეს მტერი, არც რუსული ტანკები გასულა ამ ქვეყნიდან, ოსებს და აფხაზებს რომ უკრაინელების და ჩვენს საკლავად მიერეკება რუსეთი უკრაინაში, ესეც ომის გაგრძელებაა, გმირები რომ გმირთა სასაფლაოზე არ დაგვაკრძალინეს და თავისი გაიტანეს, ესეც ომის ნაწილია, ევროპა რომ ენერგოდამოუკიდებლობის გეგმას სახავს და გვეპატიჟება, ამას თუ გამოვტოვებთ, ომზე უარესია და ა.შ. და რაც მთავარია, პოლიტიკოსები, რომლებმაც არც ლაპარაკი იციან, არც წერა-კითხვა და არც რაიმე ღირებულება გააჩნიათ, ჩვენ რომ გვყავს იმდენი უნდა, ჰოდა, ერთი ჩინოვნიკის მიერ ნათქვამ მოუქნელ ფრაზას ნუ დავიხვევთ რუსეთის სასარგებლოდ. მან თავის გულწრფელი ტკივილი გამოხატა, ფრონტი რომ დაქსაქსული და გაშლილი იყოს, შეგვიმსუბუქდებოდა ტვირთიო. სიმწრისგან ჩვენც შეიძლებოდა დაგვეყვირა მსგავსი რამ. ვიგრძნოთ, რა სიმწარეში არიან, ნუ ვიქნებით ასე კრიტიკულები და იოლად ნუ ავხტებით და დავხტებით, თორემ გაშალეს ფრთები რუსეთის ტროლებმა, სისუსტე უპოვეს ჩვენს ძირითად ღირებულებას. ზელენსკიმ ასი მადლობა გვიხადა ქართველებს თანადგომისთვის შუაგულ ომიდან. ომი კი არა, სამსახურის მერე დაღლილს ერთი შეკითხვა ორჯერ რომ დამისვა, შეიძლენა დაგიღრინო, სანამ ცოტა სულს არ მოვითქვამ. ის კი გვეფერა, როგორც ბავშვებს. თუ მთავრობასთან ჰქონდა პრეტენზია, ეს პრეტენზია ჩვენც გვაქვს, ჩვენც ვფხიზლობთ, მსოფლიო რომ სინათლეში გაიღვიძებს, ამ დროს არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ რუსეთის ბოსტნად დავრჩით ახლა უკვე მთელი ქვეყანა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთივით. არ გატყდეს ჩვენი ნება უსაყვარლესებო…“

ნათია ფანჯიკიძე: „რატომ არ გარბიან მიტინგზე რუსი ჯარისკაცების დედები და მამები?“

ნათია ფანჯიკიძე: „ყველა ის მღვდლადგადაცმული, ვინც მხარს უჭერს ურდოს თარეშს, არის ღორების ერთმორწმუნე სატანისტი!..“

საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს…რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ: ნათია ფანჯიკიძე