LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილის მიერ შექმნილი ბოჰემური სახლი, რომელიც ქირავდება [ფოტოები]

43497
lazashvili

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ახალი საქმიანობა წამოიწყო. ის ცნობილ საიტზე airbnb-ზე სამსართულიან სასტუმროს აქირავებს.

ის რომ წამყვანმა ბოჰემური სტილი აარჩია სახლის სახელიდანაც კარგად ჩანს. კონტრასტული ფერები, ბევრი ბუნებრივი ხე, სივრცე, ტერასები – ეს ყველაფერი თავისუფალ გარემოს ქმნის.

სასტუმროს სამი სართული განსხვავებული თემატიკით, თუმცა საერთო სტილითაა გაკეთებული: “Bohemian” “Emerald” და “Ethno” – ეს თემები მთლიანობაში ერთ საინტერესო სასტუმროს ქმნის, რომელიც 9 სტუმარზეა გათვლილი. სამივე საერთულზე მთლიანობაში სამი საძინებელი, ხუთი საწოლი და სამი სააბაზანოა.

სახლი, რომელსაც შეიძლება ხელოვნების ნიმუშიც ვუწოდოთ, ძველ თბილისში მდებარეობს და ერთი ღამის ფასი, ერთი სტუმრისთვის 90 დოლარიდან იწყება.

წამყვანის მიერ შექმნილი ინტერიერით, მისი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები