რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 31 ადამიანი, მათ შორის ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები ემსხვერპლნენ, რომლებიც დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდიზე გიორგი დუდაშვილს დღეს მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს. ის დაკარგულ ცოლ-შვილს 3 აგვისტოს შემდეგ ეძებდა.
ცნობისათვის, ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები.
25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.