LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „დაილოცოს ჩემი საქართველო! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ სტუმრად რომ ჩამოხვალ…“

287
ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში მოგზაურობს, წერს, რომ ყველა ქვეყანას მაინც საკუთარი სამშობლო ურჩევნია:

„რაც უნდა იყოს, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი საქართველო  მირჩევნია ყველაფერს!

ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ სტუმრად რომ ჩამოხვალ. აი, მაგალითად, რამე საბუთი რომ დაგჭირდეს, თვე უნდა ელოდოო, ელემენტარულად – ხელოსანი რომ გამოიძახო, ორი კვირაო, ინტერნეტის დაყენება – ერთი თვის განმავლობაში თუ დაგიყენეს, ხომ მაგრად გაგიმართლაო, ტელეფონის ბარათს რომ შეიძენ, 24 საათი ელოდები ჩართვას, თუ არ ჩაირთო, ოფისში უნდა მიხვიდე, ისე არავინ იღებს ტელეფონს, დღის საათებში კი ყველა ისვენებს, მინიმუმ ოთხი საათი ყველაფერი დაკეტილია.

რა ვიცი, ევროპა ევროპაო და მგონი, ევროპას არ დაესიზმრება ჩვენი სერვისი, ჩვენთან ეს ყველაფერი აშკარად უმაღლეს დონეზეა!

მოკლედ, დაილოცოს ჩემი საქართველო!“

ნატო დუმბაძე: „ყველაფერს ეშველა „ლაგუნა ვერეს“ გარდა! რა კარგი იყო, მთელი თბილისი იქ ვიკრიბებოდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები