„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პარტიას მიმართავს და წერს, რომ მისი აზრით, ახლა ფიქრის და გაანალიზების დრო დაუდგათ.
გთავაზობთ ნატო დუმბაძის პოსტს სრულად:
„მოკლედ, საყვარელო ოცნებავ, დადგა დრო ფიქრის, გაანალიზების და დაფიქრების! ვგონებ, არჩევნებმა ეს დაგანახვათ!
ხალხს სჭირდებით და თქვენ მათთან გაწყვიტეთ კონტაქტი, მხოლოდ ტრიბუნიდან ესაუბრებით! გადით, გიარეთ ფეხით, ესაუბრეთ ხალხს, ოღონდ არა პიარისთვის , უბრალოდ, ადამიანურად, ყველანაირი დაცვების და მანქანის გარეშე, არავინ გერჩით! მინდა, როგორც ევროპაში, ისე შემხვდეთ ქუჩაში, ტრანსპორტში, ბაზარში! იცით, რამდენ რამეს მოისმენთ და თან წაგადგებათ, თქვენ ხომ არ იცით, მათ რა აწუხებთ რეალურად!
ეს ადამიანები კახიზე კი არ არიან განაწყენებული, არა, ბატონებო, კახის ღვაწლს ყველა აღიარებს, აი, ოცნებაზე კი ძალიან განაწყენებული არიან, ასე რომ, ჩამოქვეითდით და იარეთ, ისმინეთ და შეისმინეთ, შავი მანქანების და კამერებთან კოპწიაობის დრო ილევა!
P.S. და ბოლოს, სხვაზე თითის გაშვერა და გადაბრალება არ არის ღირსეული საქციელი!“