LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორივე პირი “გირჩის” წევრია, ორის მიმართ კი გირაო გამოიყენეს, რითიც სასამართლომ ცუდ პრეცედენტს დაუდო საფუძველი.

„ცხადია, ყველა ის ადამიანი დარბაზიდან იყო გასაშვები. ვისაც გირაო შეუფარდეს, არ ვიცი რისთვის შეუფარდეს. ამ ადამიანებმა მესენჯერში მიიღეს ვიდეოფაილი, მათგან ნაწილს საერთოდ არ უნახავს და ამის გამო ადამიანებს ციხეში ჩასმას უპირებენ და გირაოთი გამოუშვეს. ეს საშინელი პრეცედენტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს. ეს თქვა დღეს სასამართლომ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს გირაოთი გამოუშვა, მაგრამ არსებითი განხილვისას რას იზამს, კაცმა არ იცის. პატიმრობაში დატოვებული პირებიდან საფრთხე არ მომდინარეობდა, ამ ადამიანების პატიმრობაში დატოვების საფუძველი უბრალოდ არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური მასკარადი”, – განაცხადა ჯაფაფიძემ.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა.