LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნედ პრაისი: დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას

117
nedprice1

დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში.

ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მოწოდებულია, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.

ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g