ნეკა სებისკვერაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს კვარიათიდან. ის ერთ-ერთ საინტერესო ადგილს სტუმრობდა და მისთვის რეკომენდაციის გაწევა გადაწყვიტა.
„აღმოჩენა კვარიათში!
ხშირად მესმოდა შეკითხვა: – რას გულისხმობს გლემპინგის სტილის დასვენება – მეგობრებო, ეს ყოფილა პირდაპირი გზა მიწიერ სამოთხეში, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნება და კომფორტი, გლემპინგს აქვს ფართო არჩევანი, თუ თქვენ ამ უნიკალური დასვენების სახეობით დაინტერესდებით, პირველი, სადაც უნდა გაეშუროთ, ეს არის დომის ტიპის Glamping Martini Kvariati ზღვასთან ძალიან ახლოს, ამავე დროს ცივილიზაციას მოწყვეტილი, სიმწვანეში, საოცარი ზღვის ხედებით და აბსოლუტურად ყველა სახის კომფორტით, ხვდებით ზღაპარში! რა ემოციებიც იქ გელით ამის გადმოცემა ვირტუალურად ძალიან ძნელია!
ხათუნა ქორიძე, მადლობა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადე, ჩვენს საყვარელ კვარიათში, სულ სხვა სახის ტურიზმის განვითარება! შენი მონდომება და საქმისადმი სიყვარული მისაბაძია!
ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი“.