LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეკას არ უნდოდა განქორწინება … ნიკა დასტრესილია და დარდობს“: ინტერვიუ ბასილაშვილის ადვოკატთან

2222
basilashvili3

ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს, 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბასილაშვილი გეგმავს, ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვის უჩივლოს.

ურთიერთბრალდებები არ წყდება და, როგორც ჩანს, ხმაურიანი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, არც დასრულდება.

საქართველოს პირველი ჩოგანის მომავალ გეგმებსა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე „ფორტუნა“ მის უფლებადამცველს, ირმა ჭკადუას ესაუბრა.

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ მეუღლეს დახმარება შეუწყვიტა, როგორი იყო ნეკა დოროყაშვილის რეაქცია? 

ნამდვილად არ ვიცით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დახმარებაში არ იგულისხმება ბავშვის ალიმენტი, რაც ნაკისრი აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს. დამატებითი ხარჯებისთვის რასაც უხდიდა, იმ დახმარების შეწყვეტაზეა საუბარი. მანიპულირებდნენ, რომ დუმილის სანაცვლოდ უხდიდნენ თანხას. ეს ყველაფერი ცუდად იყო აღქმული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ვთქვით ჩვენ, რომ არაფერს გადავიხდით და თქვით, რაც სათქმელი გაქვთ, ნიკა ბასილაშვილის ამ ნაბიჯის კონტექსტი ეს იყო.

რამდენს მოითხოვს მორალური კომპენსაციისთვის ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისგან?

მომავალში რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტვით. მანამდე უნდა დადგეს ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი.

ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ მეუღლე მასზე ადრეც ძალადობდა. წყვილი 2019 წელს ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს. განქორწინების მიზეზი ეს იყო?

მარტივად გეტყვით, თუ ძალადობდა მეუღლე, მაშინ განქორწინება მას თავად უნდა მოეთხოვა. მოცემულ შემთხვევაში ნეკას არ უნდოდა განქორწინება, რის გამოც ნიკა იძულებული გახდა, სასამართლოში ეჩივლა და განქორწინება ამ გზით მოხდა.

ამბობენ, რომ ნეკა დოროყაშვილის ასეთი საქციელი ეჭვიანობა გახდა. მან გაიგო, რომ თბილისში მისი ყოფილი მეუღლის საცოლე იმყოფებოდა.  

ჩემს ეჭვებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში. ვიცი, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომლითაც ნათელი ხდება, რომ 21 მაისს ნეკა ძალიან მშვიდად გამოდიოდა ყოფილი მეუღლის სახლიდან ბავშვთან ერთად და როდესაც შენზე ძალადობენ, იქიდან ბუნებრივია, მშვიდად ვერ წამოხვალ.

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ რადგან ქალს იცავენ, მათზე ძალადობენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა პომიდვრების სროლას.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ასრულებენ მათ საქმიანობას და ბუნებრივია, მათ არ უნდა შეეშალოთ ხელი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები როგორია სასამართლო პროცესის დაწყებამდე. გეგმავს საჯარო განცხადების გაკეთებას?

მის უახლოეს გეგმებში არანაირი განცხადების გაკეთება არ შედის.

როგორ გრძნობს თავს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის შემდეგ?

ნიკოლოზ ბასილაშვილი არის დასტრესილი და ყველზე მეტად დარდობს იმაზე, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები