ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ ერთგულებას ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა.
პელოსი ცოტა ხნის წინ ტაივანში ჩავიდა.
ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა
„ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან დაადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას პარტნიორებისადმი და მოემსახურება ჩვენს საერთო ინტერესებს, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინ წასაწევად. აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – აცხადებს პელოსი.