LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჰილიზმი, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, დამსხვრეულია – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეწყვეტა ჩვენთვის მოულოდნელი იყო: ვარლამ გოლეთიანი

422
varlam

კომპანია ENKA -მ საქართველოს სახელმწიფოთან არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. 

აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა რიონის ხეობის მცველებისთვის. ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა „ფორტუნას“ განუცხადა.

„ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილება სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. აქციებისთვის ვემზადებოდით არჩევნების შემდეგ, ველოდებოდით, რომ განახლდებოდა ის პროცესი, რაც თავიდან იყო, დაპირისპირებები პოლიციასთან და ა.შ.

„ნამახვანჰესის“ აღარ აშენების გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თან ველოდებით, რომ ინფორმაცია ბოლომდე დადასტურდეს, საფონდო ბირჟაზე დაიდო განცხადება, მაგრამ საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან, ჯერ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ვფიქრობთ, რომ დიდი პროცენტით მართალი იქნება.

პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ნიჰილიზმი, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, (რაც ჩაბატონებულია ჩვენს საზოგადოებაში) დამსხვრეულია და გადატეხვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი მოხდა. ამ თვალსაზსრისით არის უმნიშვნელოვანესი, რომ ამ ბრძოლის მოგება საზოგადოების სასარგებლოდ მოხდა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების დაკარგვა – ზურა ჯაფარიძე “ნამახვანჰესის“ აღარ აშენებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g