LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების დაკარგვა – ზურა ჯაფარიძე “ნამახვანჰესის“ აღარ აშენებაზე

411
zura da namaxvani

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ENKA-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეწყვეტილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს ხელისუფლება გარანტირებული სიღარიბის რეცეპტია.

„გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა.

ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი.

აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა.

ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი“, – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესი აღარ აშენდება ENKA საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g