LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

764
BeFunky-collage (5)

“ძალიან რთულია, გულწრფელად არ ველოდები”, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, რომ გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”, – თქვა  სოფო ლილუაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები