„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მეუღლესთან ერთად, დღეს სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. გვარამია ამბობს, რომ გამოწვევას იღებს და გამოცხადებულ ბრძოლაში ერთვება, რომელშიც მისი თქმით, გამარჯვებას აპირებს. თამარ ლილუაშვილმა მედიასთან განცხადების გაკეთების დროს ცრემლები ვერ შეიკავა. ნიკა გვარამიას მეუღლემ აღნიშნა, რომ მას, როგორც 3 შვილის დედას, უფლება აქვს იცხოვროს ამ ქვეყანაში. ლილუაშვილის თქმით, მას 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მისივე განმარტებით, მისი ბოლო იმედი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა- ნიკა გვარამია

“მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის შეუძლებელი. ვღელავ იმის გამო, რომ ჩემი შვილები ნახავენ ამას და მიიღებენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვას. აქ მე გელაპარაკებით არა როგორც ნიკას მეუღლე და არა როგორც ობიექტი ლაბაძე, არამედ გელაპარაკებით დამოუკიდებელი პერსონა, გიკოს, სანდროს და ქექეს დედა და მაინტერესებს, მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ნიკასგან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება და ვარ თუ არა ამ სახელმწიფოსთვის ცალკეული ღირებულება. ჩემი ბოლო იმედი არის სახალხო დამცველი და მე მასთან აუცილებლად წავალ”, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას პოზიციას, მან აღნიშნა, რომ არავის არაფერს აპატიებს, განსაკუთრებით კი მისი მეუღლის მის წინააღმდეგ გამოყენებას.

 

ლილუაშვილს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ

⭕ „ძალიან მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ღირებულების იარაღად გამოყენება ვიღაცის, თუნდაც, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ“ – სოფიო ლილუაშვილი 🔻 „მთავარი არხის“ დამფუძნებლის მეუღლემ ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა. ირკვევა, რომ მას 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. 🔻 „გელაპარაკებით არა როგორც ნიკას მეუღლე და არა როგორც ობიექტი ლაბაძე, არამედ გელაპარაკებით დამოუკიდებელი პერსონა, გიკოს, სანდროს და ქექეს დედა და მაინტერესებს, მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ნიკასგან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება და ვარ თუ არა ამ სახელმწიფოსთვის ცალკეული ღირებულება“ – ამბობს სოფიო ლილუაშვილი.

Posted by მთავარი News on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05