LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გაიმართება

97
ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეთა კოლეგიამ საპროცესო ვადები დაარღვია, რადგან განაჩენი 14 სექტემბრამდე უნდა დამდგარიყო.

„დღევანდელი სხდომა სასამართლოს მითითებით დაიწყო, მან პირველი სხდომა კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩანიშნა, თუმცა იმავე მუხლის სხვა ნაწილი, როგორც ჩანს, მოსამართლეებს საერთოდ არ ადარდებთ. ეს მუხლი ამბობს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს საქმის განხილვა და მიღებული უნდა იყოს განაჩენი.

აქ ვზივარ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსექტივისთვის ვიბრძვი: გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა, რომ ის საპატიმროდან არ უნდა გამოვიდეს თუ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება.

ანუ 14 სექტემბრამდე განაჩენი უნდა მიეღო სასამართლოს. პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა. კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა იმ მოტივით, რომ ვიღაცა შვებულებაში გადის და გრაფიკს ერთმანეთს ვერ შეუწყობენ… ნიკა გვარამია უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებ,ა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ შვებულებები ერთმანეთს ვერ ამთხვევენ?!“ – განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას – მედიის ადვოკატირების კოალიცია

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ მიზეზად შვებულებების პერიოდი დაასახელა.

„უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტო შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვაქვს, გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ, იმიტომ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, აუცილებლად უნდა იყვნენ მოსამართლეები სასამართლოში, ამიტომ გადანაწილებული გვაქვს გრაფიკი. მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა, იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბერი ფაქტობრივად უკვე შევსებული გვაქვს ბოლომდე.“– თქვა მოსამართლე ჯორბენაძემ.

მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა…”ქართული ოცნება” გახდა გოიმობა: ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g