LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – არჩევნები შესაძლოა დასრულდეს ორი შედეგით: პარტია გაძლიერდება ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში

175
ნიკა მელია 55

შიდა პარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუკში მელია წერს, „ხალხს სურს, რომ პროცესები ლიდერებს მიჰყავდეთ და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს”.

„რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე, რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა – არაფორმალურ მმართველის მიერ.

ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა, რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს. ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება.

ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით. ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება – გაიზრდება, როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.

კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია, დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!“, – წერს მელია.

შეგახსენებთ, “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ სისტემით აირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g