LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის 16 კანდიდატის დებატები დატოვა

557
gert3wt3

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ “პირველი არხის” ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები ​პროტესტის ნიშნად დატოვა.

სტუდიის დატოვების მიზეზად მელიამ დაასახელა ის, რომ ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა „მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს“.

„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, მაგრამ სიმართლეს გეტყვით- მოვედი აქ, პირველ რიგი, იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანია, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, აი, ამას სჩადის. დღეს დმანისში, ყველამ კარგად ვიცით რა გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიდი, მიდი. მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g