LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სამაჯურის გამო აძლევენ ხმას: „ჩემნაირი გავიცანი“

125
BeFunky-collage

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ გლდანში მან ელექტრონული სამაჯურის მქონე ადამიანი გაიცნო, რომელმაც უთხრა, რომ მისნაირი იპოვნა და ამის გამო მისცემდა ხმას საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩემნაირი გავიცანი, გლდანის ამომრჩეველი. მხოლოდ სამაჯურის ხათრით გაძლევ ხმასო“, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, გუშინ გამოქვეყნდა „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევა.

კითხვაზე,  საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდის, გლდანის მაჟორიტარ ოლქში ვის მისცემდით ხმას“, ამომრჩეველთა 35 % პასუხობს, რომ  ნიკა მელიას. 32 % კი  ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10163661953430167&set=a.10151087591985167&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები