LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშიანიანი: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე

131
ნიკოლ ფაშინიანი

„ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს თქმულა, თუმცა, ვფიქრობ, ეს ცხადია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე“, – აღნიშნულის თაობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და თქვა, რომ ეს კონფლიქტი სომხეთში შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ურთიერთობაზე.

ფაშინიანმა ამ საკითხზე უპასუხა CNN-ის კითხვას, რუსეთის აგრესიაზე სომხეთის პოზიციის შესახებ.

ფაშინიანის თქმით, დასავლეთში ფიქრობენ, რომ სომხეთი, ამ საკითხში, რუსეთის მოკავშირეა, თუმცა, რუსეთში განწყობა საპირისპიროა:

ფაშინიანმა მარგარიტა სიმონიანს და კრემლის სხვა პროპაგანდისტებს სომხეთში შესვლა აუკრძალა

სომხეთში შესვლა ასევე ეკრძალებათ არამ გაბრელიანოვს და კონსტანტინ ზატულინს.

„ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები. ამ საკითხში არ ვართ ვინმეს მოკავშირე. რაც ნიშნავს იმას, რომ ვართ მოწყვლადი.

ვფიქრობ, არსებობს ლავირების საშუალება ყველა ამ დაპირისპირებას შორის, თუმცა, ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ლავირების შესაძლებლობა.

ჩვენ ვლავირებთ განა იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენი საკუთარი აზრი, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საზრუნავი გვაქვს, რაც საშუალებას არ გვაძლევს უფრო ჩართული ვიყოთ სხვა საზრუნავების გადაჭრაში“. – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთი მზადაა, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g