ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულთან, შარლოტა ჰელენთან ერთად, მადრიდის შემდეგ რომში გაემგზავრა. Again in this amazing city – ამ მინაწერით აქვეყნებს ბასილაშვილი ფოტოს რომიდან. მისი რჩეული კი რომის კოლიზეუმის ფონზე შამპანურის ჭიქის ფოტოს აქვეყნებს, როგორც ჩანს, წყვილი რომანტიკულად ატარებს დროს.
Საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიის დედაქალაქს მხოლოდ დასათვალიერებლად არ ეწვია. ბასილაშვილი რომის მასტერსზე მონაწილეობს, რომელიც 7 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება. როგორც მისი შეყვარებულის სთორიდან ირკვევა, ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობამდე ვარჯიშობს.
როგორც ყოველთვის ბასილაშვილის თამაშს მისი შეყვარებული მაყურებელთა რიგებიდან უგულშემატკივრებს.