LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს

5977
71677837-2657535710976859-8037464616478965760-n

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სკოლის ფეიბუქ გვერდზე გავრცელდა. ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. 

ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.

ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

  1. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1მედალი.
  2. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი.
  3. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში.
  4. სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
  5. ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
  6. რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.

https://www.facebook.com/komarovi199/photos/a.149929031737552/2657535704310193/?type=3&theater

ქართველმა მოსწავლეება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

პოპულალურები