პარლამენტის წინ აქციაზე მომღერალი ნინო ქათამაძე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი “ყველაზე მართლები” არიან.
“მინდა გამოვხატო თქვენი მხარდაჭერა. დიდი მადლობა, რომ აღვიძებთ მართალს და არ გეშლებათ სიმართლე. მე შემიძლია მილიონი ბოდიში მოგიხადით და უამრავი ადამიანი მოვიყვანო, რომ დაგანახოთ, რომ თქვენ ყველაზე მართლები ხართ. თქვენ ასპროცენტიანად მართლები ხართ. მე ამას ვერ დავინახავდი, თუ იმას არ გავაჩერებდი სადაც ვიმყოფებოდი. მე ეს გმირობისთვის არ გამიკეთებია”,-განაცხადა ნინო ქათამაძემ.
მომღერალს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.