LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი ელენე ხოშტარიაზე: ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს აშანტაჟებს

71
138F03A5-EF35-40CA-AB95-0CCFAB3B9724

„ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს აშანტაჟებს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოთხოვნას, რომელსაც ის აყენებს, არავინ იზიარებს. დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, ნუ აპელირებენ იმით, რომ რომელიმე პროცესში ქალი მონაწილეობს და ეს აპრიორი შეიძლება რაიმეს ამართლებდეს.

„ჩემი სოლიდარობა ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც არის ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, არის უცვლელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს აშანტაჟებს.

პროტესტის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამოგლეჯილად შანტაჟი არ არის, მაგრამ პროტესტის გამოხატვა კონკრეტული მოთხოვნით, რომელსაც არ ეთანხმება არც სამართალდამცავი სისტემა, არც ის სამსახურები, რომელიც ამ ყველაფერს აღასრულებს, არ ეთანხმება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ამ პირობის დაყენება, თუ არადა ვიშიმშილებ, არის შანტაჟი.

რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიცია და გამოხატავს ამ პოზიციას, ეს არის ჩემი შეფასება, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„იცით, მე არ ვარ სააკაშვილის ამომრჩეველი, მაგრამ ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ“- ელენე ხოშტარია შიმშილობის მიზეზებს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g